ავტოდილერების მოთხოვნა

14 დეკემბერი 2016, 00:00 3211 ნახვა

„მოგვეცით მოძრაობის საშუალება“-  ამ სლოგანით ქუთაისში პარლამენტის შენობასთან, ასობით ავტომობილის მფლობელმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზისა და საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ. მათი თქმით, თუ აღნიშნული ინიციატივა კანონად იქცა, მძღოლების უმრავლესობას ქალაქში მოძრაობის საშუალება საწვავის მაღალი ფასის გამო აღარ ექნება. ხმოვანი სიგნალებითა და ქუჩაში მსვლელობით გააპროტესტეს მძღოლებმა მთვარობის პოლიტიკა ბათუმშიც. აქციის მონაწილეების თქმით,  დაანონსებული საწვავის გაძვირება, აქციზის გადასახადისა და გაზის გაძვირება მოსახლეობის გაღატაკებისკენა მიმართული. მსვლელობა ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო  და აჭარის მთვარობის სახლთან დასრულდა. 

ამავე კატეგორიაში