“მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ”

10 მაისი 2016, 00:00 4264 ნახვა

„მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“_კონფერენცია ამ სახელწოდებით ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გახსნა. კონფერენციის მიზანია მასწავლებლებმა მიიღონ ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობისა და პერსპექტივების შესახებ, გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ევროპული პროექტები მათ სთავაზობს. კონფერენციის ფარგლებში გამოვლინდა პროექტის 10 გამარჯვებული მასწავლებელი. ისინი სასწავლო კურსს ესტონეთში გაივლიან. 

ამავე კატეგორიაში