სახლის ნგრევის სამუშაოები ბარათაშვილის ქუჩაზე

08 დეკემბერი 2016, 00:00 3587 ნახვა

ბარათაშვილის და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის პროცესი შეჩერებულია. ორგანიზაცია "ბათომის" ინფორმაციით მშენებელმა კომპანიამ სახლის ნგრევა დაიწყო, თუმცა სამუშაოები დღესვე შეჩერდა. კომპანიაში აცხადებენ რომ სახლი არ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და მათ მშენებლობის ყველა ნებართვა აქვთ, თუმცა სატელევიზიო კომენტარის გაკეთებაზე დღეს უარი გვითხრეს. ორგანიზაცია “ბათომის” წევრის, ირმა ზოიძის თქმით, შენობის დემონტაჟი უკანონოდ ხდება. მისივე განცხადებით, დეველოპერივალდებულია რომ ნგრევა მანამ შეაჩეროს, ვიდრე შენობის სტატუსი არ გაირკვევა. ორგანიზაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შენობის გადარჩენისკენ მოუწოდებს.

ამავე კატეგორიაში