ქედაში ისევ თოვს

08 დეკემბერი 2016, 00:00 5277 ნახვა

თოვს ქედაშიც. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 70, ხოლო დაბაში 30 სანტიმეტრია. ქედის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით გადადგილება მხოლოდ ორხიდიანი ავტოტრანსპორტითაა შესაძლებელი. სასწავლო პროცესი მოსწავლეთა გამოუცხადებლობის გამო შეწყდა სოფელ ჯალაბაშვილების დაწყებით სკოლაში. ასევე აღსაზრდელთა გამოუხადებლობის გამო შეწყდა სააღმზრდელო პროცესი წონიარისის, ახოს, მერისის, ხარაულას და დანდალოს საბავშვო ბაღებში. შეზღუდვებია ელექტრომომარაგებაში. დენი არ მიეწოდება მერისისა და დანდალოს მოსახლეობას, ნაწილობრივ წონიარისსა და ცხმორისს. ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით მობილიზებულია მობილური ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ამავე კატეგორიაში