ლარი 3 თეთრით გამყარდა

03 დეკემბერი 2016, 00:00 2441 ნახვა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარსა და 55 თეთრს შეადგენს, ეროვნული ვალუტა გუშინდელთან შედარებით დოლართან მიმართებაში 3 თეთრით გამყარდა. თითქმის იგივე კურსი ფიქსირდება სავალუტო ჯიხურებში. ორშაბათამდე ეროვნული ვალუტის კურსი, სავარაუდოდ არ შეიცვლება. დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კოორდინაციით დარეგულირდა. ფინანსთა მინისტრი კობა გვენეტაძის  განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც  ლარის გაუფასურებაზე  მთავრობის მიერ  წარდგენილი ეკონომიკური რეფორმების პაკეტის გავლენა არ  გამორიცხა. 

ამავე კატეგორიაში