ახალგაზრდული ფორუმი გაიხსნა

08 მაისი 2016, 00:00 2944 ნახვა

ბათუმში ახალგაზრდული პროექტი: "გაეროს ასამბლეა საქართველოში" დაიწყო, რომელშიც მთელი საქართველოდან 400 დელეგატი მონაწილეობს. მომდევნო ორ დღეს, ახალგაზრდები გლობალური მიზნებისთვის, გაეროს მიერ დასახელებულ მსოფლიო გამოწვევებზე მუშაობას დაუთმობენ. ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალფეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის", ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსტეტთან მემორანდუმის ფარგლებში და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ახორციელებს. 

ამავე კატეგორიაში