ლარი გაუფასურებას განაგრძობს

29 ნოემბერი 2016, 00:00 3363 ნახვა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარსა და 53 თეთრს ასცდა.  ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2 ლარსა და 50 თეთრს შეადგენდა. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2 ლარსა და 68  თეთრად  იქნება  შესაძლებელი. 

ამავე კატეგორიაში