უფასო სამედიცინო გამოკვლევები

07 მაისი 2016, 00:00 3487 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით რეგიონის მაღალმთიანეთის მცხოვრებლებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ. ბათუმში მოქმედი კლინიკების მედიკოსებმა სხვადასხვა სახის სამედიცინო შემოწმება ხულოს მუნიციპალიტეტის, რიყეთის თემის მცხოვრებლებს ჩაუტარეს. პარალელურად უფასო სამედიცინო გამოკვლევები დღეს ქედის მუნიციპალიტეტშიც ჩატარდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, აქცია წლის ბოლომდე გაგრძელდება და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი