პაციენტისადმი კეთილგანწყობილი კლინიკები

26 ნოემბერი 2016, 00:00 3460 ნახვა

საქართველოში პაციენტისადმი კეთილგანწყობილი კლინიკების გამოსავლენად ტრენინგი გაიმართა. კონკურსში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებამ წინასწარ დადგენილი სპეციალური სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. დღეს ბათუმის, ხულოს, ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის კლინიკების წარმომადგენლები კონკურსის პირობებს გაეცნენ. კონკურსის ორგანიზატორები დაათვალიერებენ რამდენად დაცულია ამა თუ იმ კლინიკაში პაციენტის უფლებები და სამედიცინო სერვისის გამართულად ფუნქციონირება. კონკურსში 20-მდე კლინიკა ჩაერთვება. გამარჯვებულ კლინიკები 2017 წლის 29 იანვარს გამოვლინდება. პროექტი ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით ხორციელდება.

ამავე კატეგორიაში