დაკავება ყალბი ფულის შემოტანის ფაქტზე

24 ნოემბერი 2016, 00:00 3416 ნახვა

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. გამოიძების ცნობით, ბრალდებულმა, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტი "სარფის"  გავლით შემოიტანა და შემდეგ, საქართველოში გაასაღა ყალბი თურქული ლირა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გაყალბებულ კუპიურებთან ერთად, საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ექსტაზი.

ამავე კატეგორიაში