შეხვედრა ფატუ ბენსუდასთან

23 ნოემბერი 2016, 00:00 2015 ნახვა

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჰააგაში აგვისტოს ომის საქმის პროკურორს ფატუ ბენსუდას შეხვდნენ. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აქცენტები 2008 წლის აგვისტოს ომის ყოველმხრივი გამოძიების წარმოების, დაზარალებულთა ჩართულობისა და ინფორმირების აუცილებლობაზე გააკეთა.  ჰააგაში გამართულ შეხვედრებზე მესამე სექტორის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ რა გავლენა ექნება მიმდინარე გამოძიებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას რომის სტატუტთან დაკავშირებით და როგორი იქნება საბოლოო შედეგის აღსრულების მექანიზმი. ფატუ ბენსუდას ინფორმაციით, რუსეთის გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენს და გამოძიება იქნება სრულყოფილი. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჰააგაში რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოების ასამბლეას დაესწრნენ. 

ამავე კატეგორიაში