რატომ მოჭრეს ევკალიპტები ჩაქვში?

22 ნოემბერი 2016, 00:00 3976 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის წევრი ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის წინ მრავალწლოვანი ევკალიპტების მოჭრას აპროტესტებს. ბონდო თედორაძის თქმით, თუ ხეები მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს ხელს უშლიდა შესაძლებელი იყო, რომ ის გადაებელათ და არ მოეჭრათ. ნაციონალური მოძრაობის წევრი ვარაუდობს, რომ ქმდება კონკრეტულ  წინასაარჩევნო დაპირებას უკავშირდება და მოჭრილ ხეებს ზამთრისთვის მოსახლეობას დაურიგებენ. ბონდო თედორაძე ფაქტს ვანდალიზმად აფასებს და ძალოვან უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. იყო თუ არა მოჭრის ნებართვა გაცემული ხეების მოსაჭრელად ჩვენ გადავამაწმეთ გარემოს დაცვის ინსპექციაში და დოკუმენტზე ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის ხელმოწერაა. ენერგო პრო ჯორჯიაში განმარტავენ, რომ ხეები მაღალი ძაბვის გადამცემ სადენებს ხელს უშლიდა და კანონის დაცვით მოიჭრა ხეები.

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში