პრეზიდენტმა გენერალური შტაბის უფროსად ვლადიმერ ჩაჩიბაია დანიშნა

22 ნოემბერი 2016, 00:00 3465 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბრიგადის გენერლის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა. ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე ვახტანგ კაპანაძე შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. კაპანაძე მუშაობას ნატო-ში გააგრძელებს.

ამავე კატეგორიაში