ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს ცხინვალისა და ცხუმ-აფხაზეთის პრობლემის შესახებ მიმართა

22 ნოემბერი 2016, 00:00 3105 ნახვა

''კიდევ ერთხელ მინდა თქვენს წინაშე დავაყენო პრობლემა ცხინვალის და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიისა'' - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის პატრიარქ კირილს მიმართა და 70 წლის იუბილე მიულოცა. ილია მეორის თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აფასებს რუსეთის ეკლესიის პოზიციას, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ აღიარებს ამ რეგიონებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას. უწმინდესი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. პატრიარქის აზრით, საქართველო უნდა იყოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მშვიდობიანი თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის ადგილი. დაპირისპირება კი, საშიშია და შეიძლება გლობალურ კონფლიქტში გადაიზარდოს. ასე მიმართა კატოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი