შსს-ს პროექტი სკოლებში

20 ნოემბერი 2016, 00:00 4144 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის -„მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ბათუმის N16 და მარნეულის N3 საჯარო სკოლების მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და მართლწესრიგის საკითხებზე ესაუბრნენ. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შსს-ს წარმომადგენლებმა მოზარდების შეკითხვებს უპასუხეს.

ამავე კატეგორიაში