მაღალმთიანეთში ისევ თოვს

18 ნოემბერი 2016, 00:00 3074 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში დროგამოშვებით თოვს. თოვლის საფარი დაბა ხულოში 5-10 სანტიმეტრია,  მაღალი ზონის სოფლებში კი 30-40 სმ.  კურორტ გოდერძზე თოვლის საფარი  60 სანტიმეტრამდეა.  გამგეობის ინფორმაციით, უამინდობას ხულოში გადაადგილებისთვის პრობლემები არ შეუქმნია ელექტრო ენერგია, კი ამ ეტაპზე არ მიეწოდება თხილვანისა და ფუშრუკაულის თემს.  რაც შეეხება შუახევს  აქ თოვლის საფარი  დაბალ ზონაში 3-5 სმ-ია მაღალ ზონაში 15-25 სმ.  შუახევში საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა,  ელექტრო ხაზების დაზიანების გამო  დენი არ მიეწოდება შუბნის ბარათაულის ადმინისტრაციულ ერთეულებს, და წყავროთას ადმინისტრაციული ერთეულის რამოდენიმე სოფელს. ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით აღდგენითი სამუშაოები დილიდან დაიწყო. ამ ეტაპზე მაღალმთიანი აჭარის 1400 აბონენეტს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია.

ამავე კატეგორიაში