საპროტესტო აქციის მეორე დღე

16 ნოემბერი 2016, 00:00 2287 ნახვა

უკვე მეორე დღეა სოფელ ვაშლოვანის მოსახლეობა, ხულოში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივებს ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ ხულოს ცენტრალური მაგისტრალი, სადაც მხოლოდ კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიას” კუთვნილ ტექნიკას არ ატარებენ. მოსახლეობა კომპანიისგან გვირაბის მშენებლობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს. აქციის მონაწილეებს ცოტა ხნის წინ ხულოს გამგებელი შეხვდა. იმის გამო, რომ მან შეკრებილების კონკრეტული პასუხი ვერ გასცა, ადგილობრივებმა ის  უყურადღებობაში დაადანაშაულეს და აქციის დატოვება მოსთხოვეს. ბესიკ ბაუჩაძე კი პასუხს და  განმარტებებს კომპანიისაგან ელოდება. 

ამავე კატეგორიაში