მზადება პრემიერისთვის

16 ნოემბერი 2016, 00:00 4060 ნახვა

ექსპერიმენტალური თეატრალური დასი პრემიერისთვის ემზადება. ,,ცხრაკლიტული“  ამ სახელწოდების   პრემიერა    ბათუმის ექსპერიმენტალური თეატრის  სცენაზე   დაიდგმება. ცნობილი  დრამატურგისა და  ეგზისტენციალისტის    ჟან-პოლ  სარტრის  ამ  პიესას  მაყურებელი პირველად ნახავს.  სპექტაკლი სანახაობრივი, შოუს ელემენტებითაა დატვირთული. სპექტაკლში დასის  5 წევრი ითამაშებს, მათ შორის ორი ახალგაზრდა  მოყვარული  მსახიობი. რეჟისორის თქმით პიესა ხელსშეუწყობს თანამედროვე დრამატურგიის განვითარებას. საპრემიერო ჩვენება 18  19 და 20 ნოემბერს გაიმართება.

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში