გაზეთი ''აფხაზია'' და დაანონსებული საპროტესტო აქციები თურქეთში

14 ნოემბერი 2016, 00:00 4375 ნახვა

თურქეთის ქალაქებში გასაყიდად გაზეთი „აფხაზია“ გამოვიდა. „აფხაზია“ ყოველდღიური გაზეთის,  „საბაჰის“ დამატებაა, რომელიც უკვე 30 წელია არსებობს და ყოველდღიიურად მილიონიანი ტირაჟით იყიდება. აღნიშნულმა ფაქტმა თურქეთში არსებულ ქართულ დიასპორებში დიდი გაღიზიანება გამოიწვია. ისინი საპროტესტო აქციებს აანონსებენ. მომხდარის გამო  შეშფოთებას  გამოთქვამენ ოფიციალურ თბილისსა და ანკარაშიც. თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გურმუქჩუ აცხდებს, რომ „აფხაზია“ თურქეთში არსებული აფხაზური სათვისტომოების ძალიხმევით გამოვიდა და აღნიშნულთან დაკავშირებით  თურქეთის მთავრობა ინფორმირებული არ ყოფილა. დიპლომატი ასევე ხაზს უსავმს, რომ ოფიციალური ანკარას პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მტკიცე და ურყევია და თურქული მხარე მუშაობს, რომ პრეცედენტი აღარ განმეორდეს. ინფორმაცია სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელდა. 

ამავე კატეგორიაში