''ტბელობა”- სახალხო დღესასწაული

13 ნოემბერი 2016, 00:00 4156 ნახვა

აჭარის მაღალმთიანეთში  დღეს "ტბელობას" აღნიშნავენ.  სახალხო დღესასწაული ტრადიციულია და აბუსერისძე ტბელის მშობლიურ, სხალთა-ხიხანის ხეობაში ყოველწლიურად იმართება. მის სახელს უკავშირდება ხიხანის ციხის მშენებლობა, მასვე ეკუთვნის ისტორიულ-ფილოსოფოსიური ნაშრომები და ასტრონომიული კალენდარი, რომელიც 1223 წლით თარიღდება. დღესასწაული ტრადიციულად   ხულოს მუნიციპალიტეტში აღინიშნება . სადღესასწაულო ღონისძიებებს ადგილობრივებთან ერთად სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოსი, მეუფე სპირიდონი და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. ისინი  სხალთის ეკლესიას მოილოცავენ, რის შემდეგაც ხიხაძირში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართება.

ამავე კატეგორიაში