კვირიკაშვილი - ვიზალიბერალიზაცია ქართული დიპლომატიის დამსახურება იქნება

05 ნოემბერი 2016, 00:00 3676 ნახვა

''საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ჩვენი დიპლომატიისა და მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტის დამსახურება იქნება''-ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა დიპლომატის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით  ის, რომ საქართველო დამაჯერებლად დგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზაზე, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმის ნათელი გამოხატულებაა. პრემიერი  იმედს გამოთქვამს,  რომ მაღალპროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული დიპლომატიური სამსახური უახლოეს წლებში წარმატებით დაძლევს ქვეყნის წინაშე არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით საქართველოსთვის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი დასკვნით ფაზაშია. 

ამავე კატეგორიაში