შემზარავი მკვლელობა თბილისში

04 ნოემბერი 2016, 00:00 3797 ნახვა

თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობის ბრალდებით 5 პირია დაკავებული. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. დაკავებულთაგან ერთი - 18 წლის გოგონა მოკლულის შვილია, მეორე - გოგონას შეყვარებული, დანარჩენი 3 პირი კი მათი მეგობარი. უწყების ინფორმაციით, „ეს იყო რიტუალური მკვლელობა“ გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამმა პირმა 70 წლამდე ქალი ჯერ ელექტროშოკით გაგუდეს, შემდეგ კი დანა ჩაარტყეს, მოკლეს და დაანაწევრეს, ამის მერე კი დანაწევრებული გვამი გლდანში მდებარე გაუქმებულ ნაგავსაყრელზე ორი ჩანთით გაიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს. დაკავებულთაგან სამს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა ბრალდება, 2 პირს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა.

ამავე კატეგორიაში