ვითარება მაღალმთიანეთში

03 ნოემბერი 2016, 00:00 2159 ნახვა

2 დღიანი თოვის შედეგები მაღალმთიან აჭარაში. ქედის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზები ყველა მიმართულებით გაწმენდილია. “ენერგო-პრო-ჯორჯიაში” გვითხრეს, რომ დენი უკვე თითოეულ  სოფელს მიეწოდება. გაწმენდილია ხულო-ადიგენის გზაც. რაც შეეხება შუახევს,  ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება 5 სოფელს. ესენია: ნაღვარევი, წაბლანა, ინწკვირეთი, ტბეთი და გოგაძეები. გადაადგილების მხრივ გზებზე შეზღუდვა არ არის. გზები უკვე გაიწმინდა სოფელ წაბლანაში, სადაც გუშინ მეწყრული პროცესები განვითარდა. 

ამავე კატეგორიაში