მაღალმთიან აჭარაში დენის მიწოდება სავარაუდოდ დღის ბოლოსთვის აღდგება

03 ნოემბერი 2016, 00:00 2031 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა, თუმცა ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ელექტროენერგია ამ დროისთვის არ მიეწოდება შუახევში - წყალსაყრის, ბარათაულის, შუბნის, ოლადაურის და ნაწილობრივ ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულების სოფლებს. "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლის ინფორმაციით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და დენის მიწოდება სავარაუდოდ დღის ბოლოსთვის აღდგება. თოვლის საფარი დაბაში 10-15 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში კი 60 სანტიმეტრსაც აღწევს. გზები მოყინულია. მაღალი ზონის სოფლებში გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ორხიდიანი ტრანსპორტით. გუშინ საღამოს მეწყრის შედეგად ჩაიკეტა სოფელ წაბლანის გზა.

ამავე კატეგორიაში