აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პირველი ბრიფინგი

30 ოქტომბერი 2016, 00:00 2284 ნახვა

ქვეყანაში  უკვე ერთი საათია ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 7 საათზე გაიხსნა. აჭარაში რეგისტრირებული ამომრჩეველი დღეს საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევს. უმაღლესი საბჭოს არჩევნები 6-ივე ოლქში იმართება, რაც შეეხება პარლამენტის არჩევნებს, ამ შემთხვევაში კენჭისყრა მხოლოდ 5 ოლქშია, მაღალმთიან აჭარაში გამარჯვება “ქართული ოცნების” კანდიდატმა პირველივე ტურში მოიპოვა - ამდენად მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა დღეს მხოლოდ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარს ირჩევს. აჭარაში სულ 6 მაჟორიტარული ოლქია. აქედან 3 ბათუმში, ერთი მაღალმთიან აჭარაში, ერთი ქობულეთში, ერთიც ხელვაჩაურში. წელს პირველად მაღალმთიანი აჭარა ერთ მაჟორიტარს ირჩევს, ბათუმი კი სამს. აჭარის უმაღლეს საარჩევნო  კომისიაში ბრიფინგი იწყება. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვრთავთ საარჩევნო ადმინისტრაციას.

ამავე კატეგორიაში