სადამკვირვებლო მისიები

29 ოქტომბერი 2016, 00:00 3415 ნახვა

არჩევნების მეორე ტურს აჭარაში 6 ადგილობრივი და 1 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება. შესაბამისი მზადება მესამე სექტორმა უკვე დაიწყო. არასამთავრობოები აცხადებენ, რომ დამკვირვებლები მთელი რეგიონის მასშტაბით, მათ შორის მაღალმთიან აჭარაშიც ეყოლებათ. უბნებზე დაკვირვების პარალელურად წარმოდგენილი იქნება მობილური ჯგუფებიც, რომლებიც დარღვევების სავარაუდო ფაქტების შესწავლას ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყებენ. სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში ჩატარდება.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში