საიას მიმართვა საარჩევნო სუბიექტებს

29 ოქტომბერი 2016, 00:00 2788 ნახვა

დღესვე  სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც. საარჩევნო ადმინისტრაციისადმი რეკომენდაციაა - იმოქმედონ კანონით დადგენილი წესების და პროცედურების დაცვით, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყონ ამომრჩევლის მიერ ნების თავისუფალი გამოხატვა, ასევე, უსაფრთხო და სათანადო სამუშაო პირობები დამკვირვებლებისთვის. საია   შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართავს-უზრუნველყოს მშვიდობიანი საარჩევნო გარემო, დაიცვას საარჩევნო პროცესი და მასში მონაწილე სუბიექტები ძალადობისა და უკანონო მოქმედებებისაგან. რეკომენდაციები ვრცელდება საარჩევნო სუბიექტების მისამართითაც, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში, თავი შეიკავონ დაპირისპირებებისა და ძალადობისაგან, ასევე ისეთი განცხადებებისგან, რომელიც წაახალისებს ან შეიწყნარებს ამგვარ ინციდენტებს. რაც შეეხება სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს - მათ უნდა უზრუნველყონ თავიანთი წარმომადგენლების კანონშესაბამისი და ეთიკური ქცევა საარჩევნო პროცესზე დაკვირვების დროს და იმოქმედონ კანონით მათთვის დადგენილი მანდატის ფარგლებში.  მიმართვის კიდევ ერთი  ადრესატია - სასამართლო ხელისუფლება. საია მიიჩნევს, რომ  საარჩევნო დავების განხილვის დროს  კანონი უნდა იყოს  სწორად განმარტებული და დასაბუთებული გადაწყვეტილებები მიღებული.

ამავე კატეგორიაში