ბიულეტენების განაწილება უბნებში

29 ოქტომბერი 2016, 00:00 3101 ნახვა

არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება   73 -ე მაჟორიტარული ოლქიც,  რომელიც მოიცავს ხულოს, ქედასა და შუახევს. უბნებზე უკვე დარიგდა ინვენტარი, მიმდინარეობს ბიულეტენების გაცემა. ოლქში სულ   130 უბანი და 52 ათას 132  ამომრჩეველია . გადასატანი ყუთის სიაში   ათას 816,    სპეციალურ სიაში კი 128 ამომრჩეველია  რეგისტრირებული. პარტიამ ,,ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" კომისიის წევრები ყველა უბნიდან გაიწვია, ხოლო ,,თავისუფალმა დემოკრატებმა" კომისიის წევრები რამდენიმე უბანზე შეცვალეს. შეგახსენებთ, რომ   მაღალმთაინეთის 73- ე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში მხოლოდ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატები მონაწილეობენ. ერთმანეთს  ნუგზარ ამაღლობელი და ხვიჩა შარაშიძე დაუპირისპირდებიან. 

ამავე კატეგორიაში