შევსებული ვაკანსიები საუბნო კომისიებში

28 ოქტომბერი 2016, 00:00 3395 ნახვა

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, რატომ არ ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციებს ინფორმაცია 103 უბანზე ახალი წევრების არჩევის შესახებ. ციალა შავაძემ განმარტა,  რომ  მათ მცირე დრო ჰქონდათ კონკურსის ჩასატარებლად და არჩევანი მარტივად გააკეთეს. “ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის”  ნაცვლად,  საუბნო კომისიის ახალი წევრების არჩევის პროცესს მესამე სექტორის არცერთი წარმომადგენელი  არ დასწრებია. შესაბამისად, მათთვის გაუგებარია რა კრიტერიუმით შეირჩნენ ახალი წევრები. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში