შეხვედრა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან

28 ოქტომბერი 2016, 00:00 2966 ნახვა

ეკონომიკური თანამშრომლობა  და ერთობლივი პროექტები განიხილეს  საქართველოს პრეზიდენტმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვდაზე. საუბარი შეეხო ენერგეტიკულ საკითხებსაც და ამ მიმართულებით აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზეც იმსჯელეს. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის მრჩევლები დაესწრნენ.

ამავე კატეგორიაში