''სამართლიანი არჩევნების'' ანგარიში

28 ოქტომბერი 2016, 00:00 2880 ნახვა

უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას პოზიტიურად აფასებენ ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში”, თუმცა გარკვეული შენიშვნები აქვთ.  არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მათ რიგ დარღვევაზე უფრო ეფექტური რეაგირება უნდა მოეხდინათ. ორგანიზაცია დღეს არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგებს წარადგენს. ანგარიშში მოხვდა ისეთი დარღვევები, როგორიცაა ზეწოლა-მუქარის, ფიზიკური დაპირისპირებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტები. ასევე, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან სავარაუდო გათავისუფლების ერთი შემთხვევა. 

ამავე კატეგორიაში