კონკურსი სპორტის დეპარტამენტში

26 აპრილი 2016, 00:00 4350 ნახვა

კონკურსი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტში. უწყება ბუღალტრის ვაკანტურ პოზიციაზე ახალ კანდიდატს არჩევს. დღეს საკონსკურსო კომისია 11 პრეტენდეტს გაესაუბრა. მათგან მხოლოდ ერთი შეირჩევა. ვინ გახდება დეპარტამენტის ბუღალტერი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. შედეგების გასაჯაროვების შემდეგ უკმაყოფილო კონკურსანტებს, კომისიაში გასაჩივრებისთვის ორ დღიანი ვადა ექნებათ. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. 43 მსურველიდან კომისიამ პირველ ეტაპზე განაცხადების მიხედვით გასაუბრების საშუალება მხოლოდ 29 პირს მისცა. მათგან დღეს მხოლოდ 11 გამოცხადდა. 

ამავე კატეგორიაში