რომან შენგელია გამოძიებას ნდობას უცხადებს

27 ოქტომბერი 2016, 00:00 3212 ნახვა

გამოძიება ნორმალურად მიმდინარეობს და მე ჯერჯერობით მას ნდობას ვუცხადებ, - ამის შესახებ ”კრწანისის” სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი გიგა შენგელიას მამამ რომან შენგელიამ განაცხადა. ის გუშინ, სამხედრო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, გამოძიება ძირითადად მისი მეორე შვილის ადგილსამყოფლით არის დაინტერესებული. რაც შეეხება დამოუკიდებელ ექსპერტიზას, რომელსაც ოჯახი გეგმავდა შენგელიას  განმარტებით  ჯერ-ჯერობით  გამოძიების  დასრულებას დაელოდებიან. სამხედრო პოლიციაში გამოკიტხვამდე რომან შენგელია კრწანისის ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი