დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან - ძლიერი მიწისძვრა იტალიაში

27 ოქტომბერი 2016, 00:00 3736 ნახვა

იტალიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ინფორმაციას იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.   გუშინ ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ორი საათის ინტერვალით ორი - 5,4 და 6 მაგნიტუდის  მიწისძვრა მოხდა.  მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა რომშიც. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დანგრეულია რამდენიმე შენობა. დაშავებულია ათობით ადამიანი. 

ამავე კატეგორიაში