“თავისუფალმა დემოკრატებმა” საარჩევნო კომისიებიდან წევრები გაიწვიეს

26 ოქტომბერი 2016, 00:00 3789 ნახვა

''თავისუფალმა დემოკრატებმა" წარმომადგენლები 21 საარჩევნო ოლქის 385 საუბნო საარჩევნო კომისიიდან გამოიწვიეს. აღნიშნულის მიზეზად პარტიის ლიდერი მათი წარმომადგენლების მუშობასთან დაკავშირებით არსებულ კითხვის ნიშნებს ასახელებს. პარტიაში ამბობენ, რომ  გადაწყვეტილება პრევენციული ხასიათისაა, რათა მათი წარმომადგენელების მხრიდან სხვა პარტიების სასარგებლო მოქმედებები არ განხორციელდეს. არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო კომისიებიდან წარმომადგენლების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიულ მოძრაობაშიც”.  

ამავე კატეგორიაში