გათავისუფლება ოთხდღიანი ტყვეობის შემდეგ

25 ოქტომბერი 2016, 00:00 1814 ნახვა

4-დღიანი ტყვეობის შემდეგ საქართველოს მოქალაქე თავისუფალია. ცხინვალის იზოლატორი დუშეთის რაიონის მკვიდრმა ქალბატონმა უკვე დატოვა. ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა ის 21 ოქტომბერს დააკავეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მოქალაქე თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.  ოკუპირებული ცხინვალის  ე.წ  მესაზღვრეებმა  საქართველოს 3 მოქალაქე რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მათგან ორი ამ დრომდე რჩება ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ამავე კატეგორიაში