დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა

22 ოქტომბერი 2016, 00:00 1919 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ჯარისკაცები ამჯერად დაზარალებულების   მშობლებთან ერთად მოინახულა. ლევან იზორიამ კლინიკის  მთავარი და მორიგე ექიმებისგან დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მედიკოსების განცხადებით  მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მთლიანობაში სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუმჯობესდა, დინამიკა დადებითია და ახლო მომავალში ისინი გამოჯანმრთელდებიან.  ინგოროყვას სახელობის კლინიკაში  ოთხი სამხედრო მოსამსახურე მკურნალობს, სამი სამხედრო კი შპს „ტრავმატოლოგში“ გადის მკურნალობის კურსს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების გამო ერთი სამხედრო გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ამავე კატეგორიაში