განმეორებითი კენჭისყრა 4 საარჩევნო უბანზე

22 ოქტომბერი 2016, 00:00 2204 ნახვა

სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში მდებარე 4 უბანზე განმეორებითი მაჟორიტარული არჩევნები მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის 17 საათის მონაცემებით, მარნეულის 48-ე უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ მარნეულის 36-ე ოლქის 48-ე საარჩევნო უბანზე, სოფელ ყიზილაჯლოში 42,8 პროცენტი, ზუგდიდის 66-ე ოლქის 38-ე უბანზე 34,3 პროცენტი, ზუგდიდის 66-ე ოლქის 69-ე უბანზე 49,7 პროცენტი, ხოლო ჯიხაშკარის 108-ე უბანზე 47,2 პროცენტი შეადგინა. კენჭისყრის დაწყებიდან ვრცელდებოდა ინფორმაციები სხვადასხვა დარღვევების შესახებ, თუმცა ცესკოს შეფასებით განმეორებითი არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.   

ამავე კატეგორიაში