მიიღებენ თუ არა მეციტრუსეები სუბსიდიას?

19 ოქტომბერი 2016, 00:00 3015 ნახვა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჯერ არ იციან მოხდება თუ არა წელს ციტრუსის სუბსიდირება. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სიტუაციის შესწავლა მიმდინარეობს. ლევან დავითაშვილის თქმით გადაწყვეტილება იქნება იმის ადეკვატური, რა სიტუაციაც იქნება ბაზარზე. მისივე განმარტებით ფასის სუბსიდირებას გრძელვადიან პერსპექტივაში  მხარს არ უჭერენ, თუმცა, მოსავლის დაბინავებისთვის საჭიროა ღირებულებათა ჯაჭვის იმ ელემენტების გაძლიერება, რომლებიც მისცემს საშუალებას სახელმწიფოს ჩარევის გარეშე მოხდეს პროდუქციის დაბინავება. 

ამავე კატეგორიაში