საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

13 ოქტომბერი 2016, 00:00 3320 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო საერთაშორისო კომპანია ,,თიენესის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებზე განცხადებას ავრცელებს: ,,ცესკო-ის მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ნათელი გახდა, რომ ეგზიტპოლის მონაცემები მნიშვნელოვნად ასცდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 2%-იან ცდომილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიაჩნია, რომ თიენეს-მა ჯეროვნად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. საზოგადოებრივი მაუწყებელი არ დატოვებს ამ ფაქტს რეაგირების გარეშე და იმოქმედებს  ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოებში, მაუწყებლის მიერ საზოგადოების ინტერესების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე”-ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში