დავით ბაქრაძე აშშ - ში საქართველოს ელჩად დაინიშნა

12 ოქტომბერი 2016, 00:00 1759 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დავით ბაქრაძე დაინიშნა. საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას ხელი დღეს მოაწერა. გიორგი მარგველაშვილმა ახლად დანიშნული ელჩი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. დავით ბაქრაძე ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2016 წლის 5 დეკემბრიდან შეუდგება. მანამდე მას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა.

ამავე კატეგორიაში