დატოვა თუ არა ''თავისუფალი დემოკრატები'' კიდევ ოთხმა წევრმა?

11 ოქტომბერი 2016, 00:00 2991 ნახვა

“თავისუფალი დემოკრატების” რიგებიდან გია ცაგარეიშვილის, ვიქტორ დოლიძისა და ზურაბ აბაშიძის წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პარტიაში არ ადასტურებენ. აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, აღნიშნული პირებიდან წასვლის შესახებ განცხადება არავის დაუწერია და ისინი ,,თავისუფალი დემოკრატების” დატოვებას არც გეგმავენ. მისივე განმარტებით, ცაგარეიშვილი, დოლიძე და აბაშიძე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებად რჩებიან და პარტიის განახლებაში აქტიურად მონაწილეობენ. გუშინ “თავისუფალი დემოკრატები” ირაკლი ალასანიამ და ალექსი პეტრიაშვილმა დატოვეს. 

ამავე კატეგორიაში