კონსულტაციები ''ნაციონალურ მოძრაობაში''

11 ოქტომბერი 2016, 00:00 3036 ნახვა

მიიღოს თუ არა მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში და შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ პარლამენტში - ამ საკითხზე პარტია დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებს. აღნიშნულ საკითხზე პარტიაში აზრი ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი, Aმათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პარტიამ უარი უნდა თქვას პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე, რათა არ მოხდეს ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან არჩევნების ლეგიტიმაცია. მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ მოპოვებული მანდატები უნდა მიიღონ, რადგან ბოიკოტი პარტიის მარგინალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ამავე კატეგორიაში