მრჩეველთა საბჭოს სხდომა

24 სექტემბერი 2020, 15:10 1384 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. სამუშაო შეხვედრის ძირითადად წინასაარჩევნო ეთერის დაგეგმვას ეხებოდა. მრჩევლებმა ახალი სატელევიზიო  სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით  დირექტორის ანგარიში მოუსმინეს. 

გიორგი  კოხრეიძის  ინფორმაციით, საარჩევნო გადაცემები მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყება. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ  მაუწყებელი ყველა პოლიტიკური ძალის გაშუქებას შეძლებს, მათ შორის კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს თანაბარი დრო დაეთმობათ.

ისაუბრეს ტექნიკურ პრობლემებზეც, დირექტორის განცხადებით, მაუწყებელი 16 ვიდეო კამერას შეიძენს, შესყიდვის პროცესი დაწყებულია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში