აქცია ქობულეთში

23 სექტემბერი 2020, 20:15 1754 ნახვა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო დღეს ქობულეთის მერიაში. ყოფილი სტატისტიკის შენობაში შესახლებული 12-ოჯახი, აჭარის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ. შეხვედრა საკრებულოს სააქტო დარბაზში, საჯაროდ გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.

რამაზ ჯინჭარაძე და ჯაბა ფუტკარაძე, მოსახლეობას დაჰპირდნენ რომ მათ ალტერნატიული ფართების გადაცემის გარეშე არავინ გამოასახლებთ. მიიღეს დაპირება და თანხმობა, ხვალ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები აზომავენ,  საცხოვრებელ ფართებს, მოხდება კონკრეტული ქონების შეფასება და უახლოესი 11-დღის განმავლობაში იქნება პასუხი.  ამ პროცედურის შემდეგ, შესახლებულებს, ინვესტორს და თავად სამინისტროსთან დაიდება 3-მხრივი შეთანხმება. თუ როგორ და რა პირობებში მოხდება მათთვის ფართების გადაცემა.

განიხილება როგორც ფულადი, ისე ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების საკითხი. 12-ოჯახი  არჩევნებამდე ითხოვს კონკრეტული  ნაბიჯის გადადგმას, რომელიც თუნდაც დროებით ოფიციალური დოკუმენტით იქნება გამყარებული, რომ ისინი არჩევნების შემდეგ არ გამოასახლონ აღნიშნული საცხოვრებლიდან. თუ არ დაეხმარებიან არჩევნებამდე, პერმამენტული აქციებს აანონსებენ. აქციაზე კამათი ასევე იყო, ნაცმოძრაობას და მოქალაქეებს შორის. ისინი  პოლიტიკური კუთვნილების და ანგარების გარეშე ითხოვდნენ დიალოგის წარმართვას მინისტრთან. საბოლოოდ  სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს მათივე მოთხოვნით დაატოვებინეს დარბაზი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში