აჭარის კოვიდ-მიმღები სტაციონარები წესრიგშია

23 სექტემბერი 2020, 20:40 1807 ნახვა

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორიც ესწრებოდნენ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს მუშაობას გაეცნო და მთავარ გამოწვევად პაციენტების დაყოვნების რეჟიმის მართვა დაასახელა, მისი თქმით გასცა რეკომენდაციები როგორ უნდა მოხდეს პაციენტების დროული დიაგნოსტიკა და შესაბამის კოვიდ სივრცეში გადანაწილება.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა აჭარაში ისევ დაძაბულია, თუ როგორ გაგრძელდება მდგომარეობა ეს მოსახლეობაზე არის დამოკიდებული.

ნინო ნიჟარაძე ირწმუნება, რომ მდგომარეობა კონტროლირებადია საწოლფონდი კი საკმარისია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში