კოვიდსიტუაცია აჭარაში

23 სექტემბერი 2020, 15:10 1543 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება. მხოლოდ დღეს 227 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდინფექცია. მათგან 165  ინფიცირებული აჭარაშია. ეს არის ყველაზე მაღალი ციფრი, აქამდე დადასტურებულ შემთხვევებს თუ შევადარებთ. 

რეგიონში ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს 8 სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობენ. მათ ნაწილში ახალ პაციენტს ვერ მიიღებენ, რადგან ადგილები არ არის. მაგალითად უკვე სრულად შეივსო საწოლფონდი კლინიკა ,,ბაუში“.  

ბოლო 24 საათში  საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 2 პაციენტი, მათ შორის ერთი აჭარაში.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი