საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

23 სექტემბერი 2020, 10:50 1952 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 24 გახდა.

გარდაცვლილი პაციენტი მკურნალობის კურსს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა. 

„პაციენტს ჰქონდა ძალიან მძიმე ფონური დაავადებები, კერძოდ, ის იყო ხორხის კიბოს გამო ახალი ნაოპერაციები, თავიდანვე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, ანემია, მარჯვენა ფილტვის ქვედა წილოვანი თრემბოემბოლია, მისი მდგომარეობა კორონავირუსის მხრივ გაუმჯობესდა, იმიტომ რომ უკვე 3 და 4 სექტემებრს უარყოფითი იყო ორჯერადი დატესტვით, შემდეგ 11 სექტემბერსაც იყო უარყოფითი. მისი მძიმე ფონური დაავადებების გამო, პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა და დილით 8 სააათზე გარდაიცვალა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია - 5390, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 640.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში