გაერო დაარსებიდან 75-ე წლისთავს ზეიმობს

22 სექტემბერი 2020, 18:25 961 ნახვა

გაერო-ს  საიუბილეო გენერალურ ასამბლეაზე დღეს მსოფლიო ლიდერები სიტყვით გამოვლენ. კორონავირუსის პანდემიის გამო სესია დისტანციურად იმართება. 75-ე სესიაზე დღეს დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლა. თავის სიტყვაში დონალდ ტრამპი მნიშვნელოვან ადგილს დაუთმობს  ჩინეთსა და ირანს.

ასამბლეის პირველ დღეს სიტყვით გამოვა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. დღესვე დაგეგმილია ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის გამოსვლაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში