საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის ოთხი კანდიდატი

22 სექტემბერი 2020, 15:01 835 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კონკურსში მონაწილეობას ოთხი კანდიდატი გააგრძელებს. სამეურვეო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე, ალექსანდრე ვახტანგოვი.

ხმები კანდიდატებს შორის ასე გადანაწილდა – თინათინ ბერძენიშვილმა მიიღო ცხრა ხმა, ირმა სოხაძემ  და ხათუნა ლაგაზიძემ, შვიდ-შვიდი, ალექსანდრე ვახტანგოვმა კი, ხუთი ხმა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორს 25 სექტემბერს დაამტკიცებენ. კონკურსში  სულ რვა კანდიდატი მონაწილეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში